22 ოქტომბერი 2020,   16:28
ვრცლად
ზუგდიდში დღეს 450-ზე მეტი PCR ტესტის პასუხს ელოდებიან

450-ზე მეტი ტესტის პასუხს ელოდებიან დღეს ზუგდიდში. ქალაქში გუშინ ორი ახალი შემთხვევა გამოვლინდა. ერთ-ერთი ინფიცირებული მამაკაცი ოქროს ბირჟის თანამშრომელია, მეორე კი ეკლესიაში მესანთლე და მგალობელი. ეპიდემიოლოგებმა უკვე მიაგნეს მათ 100-ზე მეტი კონტაქტს.

სულ სამეგრელოში ბოლო რამდენიმე კვირის განმავლობაში 25 დადასტურებული შემთხვევაა გამოვლენილი. ადგილობრივ ხელისუფლებაში ამბობენ, რომ განსაკუთრებული შეზღუდვების დაწესება არ იგეგმება. ოქროს ბირჟა კი დახურულია და მისი გახსნის საკითხი ამ ეტაპზე არ განიხილება.

 

დღის ამბები