22 ოქტომბერი 2020,   17:02
ვრცლად
ძარცვა ქუთაისში -პოლიციას ძარცვის ფაქტზე ამ დრომდე არავინ დაუკავებია

შინაგან საქმეთა სამინისტროს წარმომადგენლებს ქუთაისში ძარცვის ფაქტზე ამ დრომდე არავინ დაუკავებიათ. შემთხვევა გუშინ მოხდა. მიკროსაფინანსო ორგანიზაციიდან წაღებულია სამასი ათასი ლარი და ძვირფასი ნივთები. მოპარულია სეიფი. უცნობმა პირებმა კორპუსის სარდაფიდან იატაკი ამოჭრეს და შენობაში ამ გზით შეაღწიეს.

"ინტელ-ექსპრესის" ადვოკატის თქმით, შემთხვევის დროს სიგნალიზაცია ჩაირთო, ადგილზე მივიდა დაცვის პოლიცია, თუმცა ისინი შენობაში არ შევიდნენ და ობიექტი შემოწმების გარეშე დატოვეს.

დღის ამბები