26 ოქტომბერი 2020,   17:23
ვრცლად
თბილისის საქალაქო სასამართლოში დღეს მიხეილ რამიშვილი მოწმის სახით დაიკითხება

თბილისის საქალაქო სასამართლოში დღეს მიხეილ რამიშვილი მოწმის სახით დაიკითხება. ადვოკატის მოთხოვნით, პროცედურა მაგისტრი მოსამართლის თანხლებით ჩატარდება. გამოძიებას კითხვები ექნება რამიშვილის ტელეფონში არსებული მასალის ექსპერტიზის შესახებ.

თამარ ბაჩალიაშვილის ოჯახის უფლებადამცველის ამტკიცებს, რომ პროკურატურის ბრალდებები, თითქოს ფურცხვანიძის მიერ გაგზავნილი სატელიტური ფოტოები მისი დაკვეთითაა გაყალბებული, რეალობას არ შეესაბამება და მიზანი მისი საქმიდან ჩამოშორებაა.

"იქნება დაკითხვა მაგისტრ მოსამართლესთან 2 საათზე და შესაბამისად, ვნახოთ რა კითხვები ექნება. ყველაფერს ეცდებიან, რომ ამ საქმეს ჩამომაშორონ. შეიძლება დაჭერით არა მაგრამ ხო ხედავთ, იმას წერენ, რომ ძალიან ემოციური ვარ, ძალიან ფიცხი ვარ. დაიწყებენ ახლა ჩემზე წერას, წერას და მერე შეიძლება სადმე ტყეში ჩამომხრჩვალი მიპოვონ, თითქოს თვითმკვლელობით დავასრულე სიცოცხლე," - განაცხადა მიხეილ რამიშვილმა.

შეგახსენებთ, რომ საქმეზე გამოძიება მტკიცებულებათა ფალსიფიკაციისა და კომპიუტერულ სისტემაში უნებართვო შეღწევის ფაქტებზე მიმდინარეობს. საქმის მიმდინარეობაზე პროკურატურამაც გუშინ, გვიან ღამით განცხადება გაავრცელა.

დღის ამბები