26 ოქტომბერი 2020,   17:57
ვრცლად
COVID-19-ის 227 ახალი შემთხვევიდან 165 აჭარაში, 34-თბილისში ფიქსირდება

ინფექციური საავადმყოფოს ბოქსირებული განყოფილების ხელმძღვანელი მარინა ენდელაძის თქმით,  დღეს გამოვლენილი 227 ახალი შემთხვევიდან  უმრავლესობა აჭარის რეგიონში ფიქსირდება.

"დაემატა 227 ახალი შემთხვევა. კვლავ ლიდერობს აჭარა, სადაც გახლავთ 165 ახალი კოვიდინფიცირებული, შედარებით ნაკლებია თბილისში- 34 პაციენტი, რუსთავში გახლავთ 4, იმერეთში 14 შემთხვევა, აქედან 2 არის თერჯოლა და 12 არის ქუთაისი, გურიაში გახლავთ 4 შემთხვევა, აქედან ერთი არის ლანჩხუთი, სამი ოზურგეთი. გვაქვს დუშეთში ერთი შემთხვევა. ზუგდიდში გახლავთ 2 შემთხვევა. “ - განაცხადა მარინა ენდელაძემ

მარინა ენდელაძის თქმით,  ინფექციურ საავადმყოფოში 32 კოვიდინფიცირებული პაციენტი გადის მკურნალობას, მათგან 3 მძიმე პაციენტია, რომელთა პროგნოზი, მისი თქმით, კეთილსაიმედოა. 

დღის ამბები