26 ოქტომბერი 2020,   18:05
ვრცლად
COVID-19 აჭარის ტელევიზიაში - 4 თანამშრომელი თვითიზოლაციაშია გადაყვანილი

კორონავირუსით აჭარის ტელევიზიის ოპერატორი დაინფიცირდა. ინფიცირებული მაუწყებლის საინფორმაციო სამსახურის ოპერატორია. 4 თანამშრომელი გადაყვანილია თვითიზოლაციაში. ამ დროისთვის, მიმდინარეობს ეპიდკვლევა. აჭარის ტელევიზია ჩვეულ რეჟიმში აგრძელებს მუშაობას.

​"ტელევიზია განაგრძობს ჩვეულ რეჟიმში მუშაობას, წინა შემთხვევის შემდეგ, ტელევიზია დაყოფილი იყო კლასტერებად და საინფორმაციო სამსახურიც ამ რეჟიმში განაგრძობს მუშაობას," - აცხადებს აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებლის საინფორმაციო სამსახურის უფროსი ვახო ხუზმიაშვილი.

დღის ამბები