26 ოქტომბერი 2020,   17:29
ვრცლად
იმერეთში კორონავირუსის 14 ახალი შემთხვევა გამოვლინდა

იმერეთში კორონავირუსის 14 ახალი შემთხვევა გამოვლინდა. იმერეთის გუბერნატორის ზვიად შალბერიძის ინფორმაციით, ინფიცირების ყველა ახალი შემთხვევა არსებულ კლასტერებს უკავშირდება.

კოვიდინფიცირებულთა ნაწილი კარანტინში იყო გადაყვანილი, ნაწილი თვითიზოალაციაში იმყოფებოდა, რამდენიმე შემთხვევა კი კონტაქტის კონტაქტია.

ჯამში იმერეთში 1324 PCR კვლევაა ჩატარებული. ამ დროისთვის კლინიკაში მკურნალობას 288 კოვიდინფიცირებული პაციენტი გადის.

დღის ამბები