30 ოქტომბერი 2020,   09:09
ვრცლად
აჭარაში კორონავირუსით ინფიცირებული 4 პაციენტის მდგომარეობა უკიდურესად მძიმეა

აჭარაში კორონავირუსით ინფიცირებული 4 პაციენტის მდგომარეობა უკიდურესად მძიმეა, ინფორმაციას ბათუმის რესპუბლიკური კლინიკური საავადმყოფოს მთავარი ექიმი გია კიკაბიძე ადასტურებს.

გია კიკაბიძე ამბობს, რომ უსიმპტომო პაციენტები, რომლებსაც ჩივილები არ აქვთ და არ აღენიშნებათ პნევმონია, საკარანტინო ზონაში გადადიან.

"4 პაციენტის მდგომარეობა არის უკიდურესად მძიმე, ისინი იმყოფებიან მართვით სუნთქვაზე არასტაბილური ჰემოდინამიკით და მიმდინარეობს მათთან ინტენსიური მკურნალობა. 5 პაციენტს მუდმივ რეჟიმში მიეწოდება ჟანგბადი მაღალი წნევით, დანარჩენი პაციენტების მდგომარეობა შეიძლება ჩაითვალოს საშუალო სიმძიმის. განყოფილებაში გვყავს 95 სხვადასხვა ხარისხის პნევმონია, 20 პაციენტი გვყავს ემერჯენსში, რომელთაც აღებული აქვთ PCR ტესტირება და ველოდებით პასუხს, ან დადასტურდება, ან იქნება უარყოფილი. თუ პაციენტი არის უსიმპტომო, დაუდასტურდა მაგრამ სიმპტომები არ აქვს, ჩივილები არ აქვს და კომპიუტერზე არ აღენიშნება პნევმონია, ის პირდაპირ არ თავსდება საავადმყოფოში და გადადის საკარანტინო ზონაში. ამიტომ, ბევრი პაციენტი შეიძლება საავადმყოფოში კი არ აღმოჩნდეს, პირდაპირ აღმოჩნდეს საკარანტინო ზონაში," - განაცხადა გია კიკაბიძემ.

აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის დირექტორის მოადგილე, ნონა ეფაძე აცხადებს, აჭარაში 24 ორსული კოვიდკლინიკაშია მოთავსებული. 

"ჩატარდა 4 ათასამდე PCR ტესტირება, ახალი შემთხვევა გამოვლენილი აჭარაში გახლავთ 165. კლინიკებში მოთავსებული არის 480 პაციენტი, აქვე ვიტყვი, გუშინ კლინიკიდან ოჯახში გაეწერა 2 გამოჯანმრთელებული პაციენტი. კოვიდკარანტინებში არის 660 დღეისათვის და გუშინ მოხდა 82 პაციენტის გაწერა.

არის 24 ორსული კოვიდ კლინიკაში განთავსებული. ყველა დადასტურებული შემთხვევის უკან დგას მეთვალყურეობაზე მყოფი ახლო კონტაქტები," - განაცხადა ნონა ეფაძემ.

დღის ამბები