30 ოქტომბერი 2020,   08:53
ვრცლად
11 ნარკორეალიზატორის დაკავება ფონიჭალაში - დანაშაულში მხილებული ქალი საპროცესო გარიგების სანაცვლოდ გამოძიებასთან თანამშრომლობას აპირებს

პოლიციამ 11 ნარკორეალიზატორი დააკავა. მათ შორის რამდენიმე ქალია. დაკავებულების პირადი და საცხოვრებელი სახლების ჩხრეკის დროს ამოღებულია ნარკოტიკული საშუალება "ჰეროინი", ფული და მობილური ტელეფონები. დანაშაული 8-დან 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. ინფორმაციასთან ერთად დღეს შინაგან საქმეთა სამინისტრომ გაასაჯაროვა ფარული ვიდეო ჩანაწერებიც.

ერთ-ერთი დაკავებულის ადვოკატი ცეზარ მელითაური ამბობს, რომ მისი დაცვის ქვეშ მყოფი დანაშაულს აღიარებს და საპროცესო გარიგება სურს.

"მისი ბიძაშვილია, რომელმაც ამას დაავალა, რომ კლიენტი მოვა, გადასცემ ნარკოტიკულ საშუალებას, ის თანხას მოგიტანს და ამ თანხას მომიტან მეო, ორჯერ შეუსრულა ეს დავალება, თავისივე სახლში, ეზოში," - აცხადებს ცეზარ მელითაური.

დღის ამბები