28 ოქტომბერი 2020,   18:50
ვრცლად
ჯანდაცვის კომიტეტი "შრომის კოდექსზე" მსჯელობს

პარლამენტში "შრომის კოდექსში" შესატან ცვლილებებს მესამე მოსმენით განიხილავენ. წამყვანმა კომიტეტმა ცვლილებათა პაკეტს მესამე მოსმენით უნდა უყაროს კენჭი. კანონპროექტის ავტორი პარლამენტის დამოუკიდებელი წევრი, დიმიტრი ცქიტიშვილია. 

"დღესაც შრომის ინსპექცია ფუნქციონირებს, არანაირი სიგნალები და ნიშნები იმის, რომ მასში კორუფცია არის, ვერ ვხედავ, თუმცა ძალიან ძლიერი მანდატი აქვთ დღეს თუნდაც ეპიდემიის კონტროლის თვალსაზრისით. დღეს უფრო დახვეწილი და ძლიერი ინსტიტუციური მექანიზმების შექმნაზეა საუბარი, რასაც ბუნებრივია ოპოზიცია არ დაუჭერს მხარს, იმიტომ რომ მათი გაფუჭებული საქმის გასწორებას ვახდენთ ახლა. ბიზნესთანაც გარკვეულ კომპრომისებზე წავედით და ბუნებრივია ველოდებით მათგანაც, რომ ისინიც მიიღებენ ამ ახალ სიახლეს და თავის წევრებში ბიზნეს ასოციაციები განახორციელებენ ისეთ რეფორმებს, რომ არ დასჭირდეს ინსპექციას ძალიან დაჯარიმებები და რეალურად, რბილად გადავიდეთ ახალ მოცემულობაზე და ყველა ბიზნესმა დანერგოს ის სიახლეები, რომელიც კანონშია გათვალისწინებული,“ - განაცხადა დიმიტრი ცქიტიშვილმა.   

დღის ამბები