28 ოქტომბერი 2020,   19:54
ვრცლად
"ნაციონალური მოძრაობა" წინსაარჩევნოდ პარტიის მიმართ პროვოკაციებზე საუბრობს

"ნაციონალური მოძრაობა" წინსაარჩევნოდ პარტიის მიმართ პროვოკაციებზე საუბრობს. თინა ბოკუჩავას განცხადებით, რეგიონებში პარტიის საარჩევნო შტაბებში კონკრეტული პირი რეკავს, რომელიც სავარაუდოდ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის დავალებით მოქმედებს.

"ნაციონალური მოძრაობის" წევრის განცხადებით, პარტია პირის დადგენისა და ფაქტის გამოვლენის მიზნით, გენერალურ პროკურატურაში სარჩელის შეტანას გეგმავს. 

"ჩვენ გადავამოწმეთ და აღმოჩნდა, რომ აღნიშნული ნომერი არ არის რეგისტრირებული ვინმე გიორგი ნოზაძეზე, ეს ნომერი რეგისტრირებულია ალუდა ჯანხოთელზე, რომლის იდენტობაც ცესკოს სიაში არ ფიქსირდება. ჩვენ მივმართავთ საგამოძიებო უწყებებს და შევიტანთ სარჩელს მთავარ პროკურატურაში, რომ გამოიძიონ, ვის ეკურთვნის აღნიშნული ნომერი, ვისი დავალებით ხორციელდებოდა ზარები, სადაც საუბარი იყო რევოლუციურ სცენარზე, საბოტაჟზე და არეულობაზე," - განაცხადა თინა ბოკჯუჩავამ

დღის ამბები