26 ოქტომბერი 2020,   17:03
ვრცლად
საქართველოს ფეხბურთის ფედერაცია ქუთაისში პარლამენტის ტერიტორიაზე საფეხბურთო მოედნების მშენებლობას გეგმავს - "ევროპული საქართველოს"

"ევროპული საქართველოს" ქუთაისის მაჟორიტარობის კანდიდატის ოთარ კახიძის განცხადებით, საქართველოს ფეხბურთის ფედერაცია ქუთაისში პარლამენტის ტერიტორიაზე საფეხბურთო მოედნების მშენებლობას გეგმავს.

ოთო კახიძე მიიჩნევს, რომ აღნიშნულ ინიციატივას ხელისუფლება იყენებს იმისათვის, რომ მიზანმიმართულად დააკნინოს და ებრძოლოს ქუთაისის საპარლამენტო დედაქალაქის სტატუსის იდეას.

როგორც პარლამენტის შენობასთან გამართულ ბრიფინგზე, მაჟორიტარობის დეპუტატობის კანდიდატმა ოთარ კახიძემ აღნიშნა, იმისათვის, რომ ქუთაისში დაბრუნდეს პარლამენტი და ქალაქი საქართველოს პოლიტიკური ცენტრი გახდეს ის და მისი გუნდი ყველაფერს გააკეთებენ.

დღის ამბები