26 ოქტომბერი 2020,   17:54
ვრცლად
მიხეილ რამიშვილმა წარმოგვიდგინა ფოტოსურათები და მოითხოვა საქმეზე მტკიცებულებად დართვა - პროკურორი ე.წ სატელიტის ფოტოებზე

პროკურორის თქმით, დღევანდელი დაკითხვა თამარ ბაჩალიაშვილის საქმესთან დაკავშირებით წარმოდგენილ სატელიტის ფოტოსურათებს შეეხება, რომლის მტკიცებულებების სახით საქმეზე დართვასაც ითხოვდა ბაჩალიაშვილების ოჯახის ადვოკატი. საგამოძიებო უწყების განცხადებით, ექსპერტიზით დადასსტურდა, რომ აღნიშნული ფოტოები გაყალბებული იყო.

"ჩვენ ბატონმა მიხეილ რამიშვილმა წარმოგვიდგინა ფოტოსურათები და მოითხოვა საქმეზე მტკიცებულებად დართვა, მოგეხსენებათ მიხეილ რამიშვილი გახლავთ თამარ ბაჩალიაშვილის გარდაცვალების საქმეზე ოჯახის ინტერესების დამცველი ადვოკატი, სხვა მოცემულობას ჩვენ ვერ მივიღებთ, ის არ გახლავთ ჟურნალისტი, მედიის წარმომადგენელი. მან როგორც ადვოკატმა მოიტანა ჩვენთან ფოტოსურათები და მოითხოვა რომ მიგვეღო მოცემულობად, შეგვესწავლა გარემოება იქიდან გამომდინარე, რომ ამ ორი ფოტოსურათით დასტურდებოდა, რომ  თამარ ბაჩალიაშვილის მანქანა 2020 წლის 19 ივლისს მაწევანის ტერიტოიაზე არ იმყოფებოდა. ეს გვაქვს ჩვენ მოცემულობად და სხვა განმარტებას რას აკეთებს ადვოკატი თქვენს წინაშე ამასთან დაკავშირებით ინფორმირებული არ ვართ," - აცხადებს პროკურორი დავით გუმბერიძე.

თბილისის საქალაქო სასამართლოში თამარ ბაჩალიაშვილის ოჯახის ადვოკატი იკითხება. ეკა ქობესაშვილთან დაკავშირებით კითხვები სატელიტის იმ ფოტოს გავრცელების შემდეგ გაჩნდა, რომელზეც პროკურატურამ ექსპერტიზის დასკვნით თქვა, რომ ყალბია. დღესვე დაიკითხება მიხეილ რამიშვილიც.

დღის ამბები