20 ოქტომბერი 2020,   13:40
ვრცლად
ალეკო ელისაშვილმა წყალტუბოს მოსახლეობას მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი წარუდგინა

პარტიამ "ალეკო ელისაშვილი - მოქალაქები" დღეს წყალტუბოს, ხონის, სამტრედიის და ვანის რაიონების მაჟორიტარობის კანდიდატი წყალტუბოში წარადგინა.

ადგილობრივების ინტერესების დასაცავად მაჟორიტარის სტატუსის მოპოვებას 37 წლის ადვოკატი, ყოფილი სამხედრო მოსამსახურე, წყალტუბოს რაიონის, სოფელ მესხეთის მკვიდრი ინდიკო ბერძენაძე შეეცდება.

ინდიკო ბერძენაძე 2010 წლიდან ადვოკატთა ასოციაციის წევრია და ამჟამადაც საადვოკატო საქმიანობითაა დაკავებული. მხარდამჭერებს მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი ალეკო ელოსაშვილმა წარუდგინა.

დღის ამბები