20 ოქტომბერი 2020,   13:20
ვრცლად
კორონავირუსით გარდაცვლილი 25-ე პაციენტი​ ბათუმში, "მედ ემერჯენსში" გადიოდა მკურნალობას

საქართველოში კორონავირუსით გარდაცვლილი 25-ე პაციენტი​ ბათუმში, კლინიკა "მედ ემერჯენსში" გადიოდა მკურნალობას. Covid ინფექციით გარდაცვლილი პირი 76 წლის მამაკაცი იყო.

შეგახსენებთ, საქართველოში კორონავირუსით დღეს კიდევ ერთი პაციენტი გარდაიცვალა, რომელიც მკურნალობას თბილისის ინფექციურ საავადმყოფოში გადიოდა.

აღსანიშნავია, რომ ბოლო 2 დღეში საქართველოში СOVID-19-ს 5 პაციენტი ემსხვერპლა.

ბოლო სტატისტიკის თანახმად, დღეს ქვეყანაში კორონავირუსით 227 ახალი შემთხვევა დადასტურდა - გამოჯანმრთელდა 69 ადამიანი. 

დღის ამბები