24 ოქტომბერი 2020,   19:29
ვრცლად
COVID-19-ით ინფიცირების ახალი ფაქტები თბილისსა და რეგიონებში - ქვეყანაში ვირუსის გავრცელების არეალი ყოველდღიურად იზრდება

ბოლო 24 საათში საქართველოში ორი მძიმე პაციენტი გარდაიცვალა, ბოლო ორ დღეში კი, ეს უკვე მეხუთე შემთხვევაა. 

ქვეყანაში ვირუსის გავრცელების არეალი ყოველდღიურად იზრდება. დღეს ბათუმში რეკორდული - 165 დადასტურებული შემთხვევა გამოვლინდა. გურიის სოფელში კი, მკაცრი რეგულაციები ამოქმედდა.

ინფიცირებულთა რაოდენობა იზრდება თბილისშიც. დღეს კორონავირუსი 34 პირს დაუფიქსირდა. პარალელურად, იუსტიციის სახლთან ტესტირების სივრცე მუშაობს, სადაც მოქალაქეებს მონაცემების გადამოწმება შეუძლიათ.

დღის ამბები