20 ოქტომბერი 2020,   13:39
ვრცლად
ქართული ეკონომიკის განვითარების პერსპექტივები და აუცილებელი რეფორმები - თემაზე დღეს მრგვალი მაგიდა გაიმართება

რა პერსპექტივები აქვს ქართულ ეკონომიკას და რა აუცილებელი ნაბიჯებია გადასადგმელი მისი გაჯანსაღებისთვის - ამ თემაზე "ევროკავშირი-საქართველოს ბიზნესსაბჭო" დღეს მრგვალ მაგიდას მართავს. განიხილება ის კონკრეტული რეფორმები, რომელიც ქვეყანას უახლოესი 4 წლის განმავლობაში დასჭირდება.

შეხვედრას ქართველ და უცხოელ ეკონომიკის ექსპერტებთან ერთად პოლიტიკური პარტიების წარმომადგენლები და დიპლომატები დაესწრებიან. ყველა მათგანს საშუალება ექნება განსახილველ თემასთან დაკავშირებით საკუთარი მოსაზრებები წარადგინოს.

"ორი ყველაზე დიდი პრობლემა, რაც ახლა აქვს ქართულ ეკონომიკას, ეს არის ლარის კურსი, რომელიც განუზომლად იზრდება, მეორე კი სესხები. შესაბამისად, ეს არის მყისიერად, რაც უნდა დავეხმაროთ ქართულ ეკონომიკას," - განაცხადა "სტრატეგია აღმაშენებლის" თავმჯდომარემ გიორგი ვაშაძემ.

"გირჩის" ლიდერი ზურაბ ჯაფარიძე მიიჩნევს, რომ ეკონომიკაში ფუნდამენტურად არის შესაცვლელი სხვადასხვა საკითხები, მათ შორის სახელმწიფოს ხელში არსებული ქონება უნდა გადავიდეს მოსახლეობის მფლობელობაში უფასოდ.

დღის ამბები