26 ოქტომბერი 2020,   17:00
ვრცლად
ქვეყნის მასშტაბით სისტემური შეზღუდვები არ იქნება - პრემიერი

პრემიერ-მინისტრის გიორგი გახარიას თქმით, ნებისმიერი შეზღუდვა, რომელიც თეორიულად შეიძლება იყოს დაწესებული, იქნება მიზნობრივი და ლოკალური.

როგორც პრემიერმა მთავრობის სხდომის დაწყებამდე აღნიშნა, შეზღუდვები არ შეეხება ეკონომიკას, განათლებას და საარჩევნო პროცესს.

"არ უნდა გვქონდეს ილუზია, რომ 6 თვეში ჯანდაცვის სისტემა რადიკალურად შეიცვალა. უნდა ვიყოთ მზად იმისთვის, რომ მკაცრი წესებით, დისციპლინით, მაგრამ არა შეზღუდვებით და ეკონომიკის გაჩერებით, ელემენტარული წესების დაცვით ხელი უნდა შევუშალოთ ვირუსის გავრცელებას. 

ნებისმიერი შეზღუდვა, რომელიც თეორიულად შეიძლება იყოს დაწესებული იქნება მხოლოდ და მხოლოდ მიზნობრივი და ლოკალური, ეს არ იქნება სისტემური შეზღუდვები ქვეყნის მასშტაბით. ვერ იქნება სისტემური შეზღუდვები ჩვენი ცხოვრების ისეთი მიმართულებებით, როგორიც არის ეკონომიკა, განათლება ან თუნდაც პოლიტიკური პროცესი, საარჩევნო პროცესი," - განაცხადა გიორგი გახარიამ

დღის ამბები