26 ოქტომბერი 2020,   18:10
ვრცლად
დაწყებითი კლასის მოსწავლეები სასწავლო კლასებში უნდა დაბრუნდნენ - გიორგი გახარია

პრემიერ-მინისტრის გიორგი გახარიას განცხადებით, კორონავირუსთან დაკავშირებით შექმნილი საკოორდინაციო საბჭოს დღევანდელ სხდომაზე იმ ეტაპებზე იმსჯელებენ, რომლის მიხედვითაც ქვეყანაში სასწავლო პროცესი უნდა აღდგეს.

პრემიერის თქმით, დაწყებითი კლასის მოსწავლეები სასწავლო კლასებში უნდა დაბრუნდნენ.

"რისკების გათვალისწინებით, წერტილოვანი შეზღუდვებით ქვეყანაში ნორმალური ცხოვრება უნდა აღდგეს, მათ შორის სასწავლო პროცესიც. ბავშვები, განსაკუთრებით დაწყებითი კლასის მოსწავლეები, სასწავლო კლასებში უნდა დაბრუნდნენ," - განაცხადა გახარიამ.

აღნიშნული საკითხის შესახებ გადაწყვეტილებას საკოორდინაციო საბჭო, სავარაუდოდ, დღეს მიიღებს.

დღის ამბები