26 ოქტომბერი 2020,   17:51
ვრცლად
კახეთში ინფიცირებული 3 თვის ბავშვის ჯანმრთელობის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია - რეგიონში COVID-19-ის 1 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა

ბოლო 24 საათის განმავლობაში, კახეთში კორონავირუსის 1 ფაქტი დაფიქსირდა. შემთხვევა ლაგოდეხის კლასტერს უკავშირდება, რომელსაც მოგზაურობის ისტორია აჭარაში აქვს.

ინფიცირებულია 3 თვის ბავშვი, მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია და მკურნალობას სპეციალიზირებულ კლინიკაში განაგრძობს.

როგორც კახეთის გუბერნატორის მოვალეობის შემსრულებელმა განმარტა, რეგიონში ეპიდსიტუაცია სტაბილურია და სულ 39 ლაბორატორიულად დადასტურებული შემთხვევაა.

ამ დროისთვის ჩვილთან კონტაქტში მყოფი პირების დადგენა მიმდინარეობს. ირაკლი შიოშვილის თქმით, ტესტირება უკვე ჩაუტარდათ ინფიცირებული ჩვილის ოჯახის წევრებს და პასუხი სავარაუდოდ დღის ბოლომდე გახდება ცნობილი.

covid 19-ის მასშტაბური გავრცელების თავიდან არიდების მიზნით, სოფელ მატანსა და ველისციხეში მოსახლეობის მასობრივი თერმოსკრინინგი და ტესტირება მიმდინარეობს.

დღის ამბები