26 ოქტომბერი 2020,   17:44
ვრცლად
ზუგდიდში კოვიდინფიცირებული მესანთლის კლასტერი გაიზარდა

ზუგდიდში კორონავირუსის 5 ახალი შემთხვევა დადასტურდა, მათგან ერთი ე.წ. საბერიოს კლასტერის წევრია, დანარჩენი ოთხი კი ინფიცირებული მესანთლე ქალისა და ოქროს ბირჟის თანამშრომელი კაცის კონტაქტია, მათ შორის, სამი მეზობელი, ერთი კი მამაკაცის თანამშრომელია. 

სულ ზუგდიდის ინფექციური საავადმყოფოს ლაბორატორიაში 600-ზე მეტი ნიმუში გაიტესტა, დარჩენილია 200-მდე ბიოლოგიური ნიმუში.

რაც შეეხება ხაიშს, აქ ახალი შემთხვევა არ გამოვლენილა. ამჟამად, სამხარეო ადმინისტრაციის ინფორმაციით, სულ ამ ეტაპზე რეგიონში 46 ინფიცირებულია, რუხის კლინიკაში კი 58 კოვიდდადებითი მკურნალობს.

დღის ამბები