28 ოქტომბერი 2020,   18:58
ვრცლად
აჭარაში COVID19-ის ახალი კერა გაჩნდა - "აჭარა ტექსტილის" 1000-მდე თანამშრომელი თვითიზოლაციაშია

აჭარაში COVID19 -ის ახალი კერა გაჩნდა. ქობულეთში მდებარე სამკერვალო ფაბრიკაში სამუშაო პროცესი შეჩერებულია.

"კურიერის" ინფორმაციით, მიზეზი ერთ-ერთი თანამშრომლის კოვიდინფიცირებულთან კონტაქტი გახდა. ამ დროისთვის საწარმოს 1000-მდე თანამშრომელი თვითიზოლაციაში იმყოფება. 

"აჭარა ტექსტილში" კომენტარი ამ დრომდე არ გაკეთებულა, თუმცა დაცვის თანამშრომელი ადასტურებს, რომ სამუშაო პროცესი შეჩერებულია.

"აჭარა ტექსტილში" ორი დღის განმავლობაში PCR კვლევა 1000-მდე თანამშრომელს ჩაუტარდა.

გააგრძელებს თუ არა საწარმო მუშაობას, სადაც მსოფლიოს წამყვანი სპორტული გუნდებისთვის ტანსაცმელი იკერება, PCR ტესტის პასუხების შემდეგ გახდება ცნობილი.

"ახლო კონტაქტები განისაზღვრა, არის სხვადასხვა უბანი და პოზიცია, შესაბამისად მოხდა ახლო კონტაქტების შერჩევა, თუმცა სხვა პირებსაც ჩაუტარდათ კვლევა და შეფასდა მათი რისკი. პასუხების მიხედვით, იმ პერიოდის გავლით უკვე დაწესებულების გადაწყვეტილებით, ჩვენი რეკომენდაციის საფუძველზე, რა შემადგენლობით გააგრძელებს საწარმო მუშაობას,"- განაცხადა აჭარის საზოგადოებრივი​ ჯანდაცვის ცენტრის ხელმძღვანელის მოადგილემ ნონა ეფაძემ.

რაც შეეხება აჭარაში გამოვლენილ ახალ 164 შემთვევას, ეპიდემიოლოგებით თქმით, შემთხვევიდან უმრავლესობა ახლო კონტაქტებში ჩატარებული PCR ტესტით მიღებული შედეგია.

"გამოვლენილი 164 ახალი შემთხვევიდან უმრავლესობა ახლო კონტაქტებში ჩატარებული PCR ტესტით მიღებული შედეგია. სულ აჭარაში 497 კოვიდინფიცირებულია, კოვიდ საკარანტინო სივრცეში 700-მდე მსუბუქი პაციენტია მოთავსებული, ხოლო 8 სხვადასხვა კლინიკაში 47 არასრულწლოვანი და14 ორსული მკურნალობს. გუშინ კოვიდკლინიკებიდან გამოჯანმრთელდა 9 პაციენტი, ხოლო კოვიდ საკარანტინო სივრციდან 38 პაციენტი," - აცხადებს აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის დირექტორის მოადგილე ნონა ეფაძე.

დღის ამბები