28 ოქტომბერი 2020,   19:49
ვრცლად
შაქარაშვილის საქმეზე დაკავებული არასრულწლოვნების საქმის პროკურორი იმედოვნებს, რომ იაკობ ბრეგვაძე ბრალდებულების მამხილებელ ჩვენებას მისცემს

შაქარაშვილის საქმეზე დაკავებული არასრულწლოვნების საქმის პროკურორი  ნანა გუგუტიშვილი მიიჩნევს, რომ იაკობ ბრეგვაძე ბრალდებულების მამხილებელ ჩვენებას მისცემს.

პროკურორის თქმით, ბრეგვაძესთან იმ ინფორმაციის გარშემო ექნებათ კითხვები, რაც გამოძიებას მიაწოდა.

"იმ ინფორმაციის ირგვლივ, რასაც გამოძიებას აწვდიდა, რა თქმა უნდა ბრალდების მხარეს გვექნება შეკითხვები. სავარაუდოდ, დაცვის მხარესაც ექნება შეკითხვები და აღნიშნული მოწმე სასამართლოში მისცემს ჩვენებას.

რაც შეეხება სხვა მოწმეებს, დღევანდელ პროცესზე იგეგმება გამოკვლეული იქნას ვიდეომასალა, ასევე წერილობითი მტკიცებულება. ჩვენი მოლოდინი არის ის, რომ ექვსივე პირთან მიმართებაში იაკობ ბრეგვაძის ჩვენება იქნება მამხილებელი და დაადასტურებს წარდგენილ ბრალდებას," - განაცხადა პროკურორმა ნანა გუგუტიშვილმა.

დღის ამბები