20 ოქტომბერი 2020,   13:05
ვრცლად
მნიშვნელოვანი საკითხია სოციალურ მედიაში არ იყოს სიძულვილის ენის ნიშნები - კარლ ჰარცელი

საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობის ხელმძღვანელის კარლ ჰარცელის განცხადებით, მედიამონიტორინგის პირველ შუალედურ ანგარიშში არის რამდენიმე მნიშვნელოვანი დაკვირვება.

ჰარცელის თქმით, მნიშვნელოვანი საკითხია სოციალურ მედიაში არ იყოს სიძულვილის ენის ნიშნები.

"პოლარიზებული პოლიტიკა აისახა მედიაზეც, მონიტორინგში არის კრიტიკა მედიისადმი, რომელიც ცალმხრივია და არაა კრიტიკული გაშუქებაში. კიდევ ერთი მნიშვნელოვანი საკითხია სოციალურ მედიაში არ იყოს სიძულვილის ენის ნიშნები. მნიშვნელოვანია, საზოგადოება ყურადღებით იყოს უცხოური გავლენისადმი. იმისთვის, რომ რეალური და ყალბი ინფორმაციის განსხვავება მოხდეს, აუცილებელია, თავად ქვეყნის შიგნით იყოს საკმარისი ობიექტური ინფორმაცია," - განაცხადა ჰარცელმა.

დღის ამბები