22 ოქტომბერი 2020,   17:14
ვრცლად
ზუგდიდში ტაძრის მგალობელს კორონავირუსი დაუდასტურდა - ინფიცირებული პირი ღვთისმშობლობას წირვას ესწრებოდა, რომელსაც მეუფე გერასიმე აღავლენდა

ზუგდიდში ტაძრის მგალობელს კორონავირუსი დაუდასტურდა. ინფიცირებული პირი გუშინ დადასტურებულ 14 შემთხვევაში შედის. "კურიერის" ინფორმაციით, მგალობელი 21 სექტემბრის ღამისეთვის წირვასაც დაესწრო, რომელსაც ზუგდიდისა და ცაიშის მიტროპოლიტი მეუფე გერასიმე აღავლენდა.

ასევე, ცნობილია, რომ ეპიდემიოლოგები კვლევას აწარმოებენ და მგალობლის კონტაქტების ნაწილი თვითიზოლაციაშია, ნაწილს კი, სავარაუდოდ, კარანტინში გადაიყვანენ, მათ შორის, არიან სასულიერო პირები, რომელთა ტესტის პირველადი პასუხები COVID უარყოფითია.

რაც შეეხება მეუფე გერასიმეს, ჯერჯერობით, ინფორმაცია, არის თუ არა მეუფე ინფიცირებულის უშუალო კონტაქტი და ჩაუტარდა, თუ არა მას ტესტირება არ არის ცნობილი. 

დღის ამბები