30 ოქტომბერი 2020,   09:26
ვრცლად
მტკიცებით ფორმაში იმის თქმა არ შეგვიძლია რომ რამე გადასცეს აზრებაიჯანს, თუმცა ვითხოვთ გამჭვირვალობას - კახა კუკავა

პარლამენტის ვაკის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი ”თავისუფალი საქართველოდან” კახა კუკავა "დღის კურიერის" ეთერში აცხადებს, დავით ზალკალიანთან პიროვნული პრეტენზიები არ აქვს, უბრალოდ, ზალკალიანს არ ენდობა.

"დავით ზალკალიანთან ჩვენ პიროვნული არანაირი პრეტენზიები არ გვაქვს, უბრალოდ ვუცხადებთ უნდობლობას. ჩვენ არ ვენდობით ხელისუფლების განცხადებებს დავით გარეჯთან დაკავშირებით. ჩვენ გვაქვს გამოცდილება, როდესაც ზურაბიშვილმა ბაქოში შარშანდელი ვიზიტის დროს გააკეთა განცხადებები, რომელმაც პრობლემა შექმნა. ვიზიტამდე ჩვენ ვერ ვხედავდით აზერბაიჯანელ მესაზღვრეებს და ახლა ამ განცხადების შემდეგ აზერბაიჯანელი მესაზღვრეები ქედის წვერზე გაჩნდნენ.

ზალკალიანთან მიმართებაშიც ჩვენ მტკიცებით ფორმაში იმის თქმა არ შეგვიძლია, რომ რამე გადასცეს აზრებაიჯანს, თუმცა ვითხოვთ გამჭვირვალობას

ვინც არ არის ნამყოფი დავით გარეჯში შეიძლება ვერ ხვდებოდეს რაზეა საუბარი, მაგრამ მე ხშირად დავდივარ და ვიცი, რომ იქ არის ძალიან მცირე მონაკვეთზე საუბარი რამდენიმე ასეულ კვადრატულ მეტრზე. ორი კელია და რამდენიმე სამლოცველო. კარტოგრაფია რად უნდათ არ ვიცი, კარტოგრაფია მაშინაა საჭირო, როდესაც მთა, ტყე და ღრეა.

დღეს დავით ზალკალიანის განცხადებაშიც იგრძნობოდა რიტორიკა, რომ აზერბაიჯანთან ვითარება არ უნდა დავძაბოთ. კი, რა თქმა უნდა, აზერბაიჯანი ჩვენი სტრატეგიული მონაკვეთია, მაგრამ აზერბაიჯანმაც უნდა იცოდეს, რომ ჩვენც მათი მეგობრები ვართ. 

ჩვენ ვითხოვთ, რომ მოვიდეს ზალკალიანი და გაეცეს ჩვენს კითხვებს პასუხი,"- განაცხადა კახა კუკავამ.

დღის ამბები