30 ოქტომბერი 2020,   08:43
ვრცლად
საქართველოში COVID-19-ის სტატისტიკა ყოველდღიურად ანტირეკორდულია

covid-19-ის კიდევ ერთი და უკვე 27-ე მსხვერპლი. 54 წლის მამაკაცი აჭარაში გარდაიცვალა, რომელიც კვლავ წითელი ზონაა.

კორონავირუსით ინფიცირებულთა რიცხვი ყოველდღე ანტირეკორდს ამყარებს. 265 ახალი კოვიდინფიცირებული და აქედან 168 ახალი შემთხვევა მხოლოდ აჭარაშია.

უსაფრთხოების განსაკუთრებული ზომები ზღვისპირა რეგიონის გარდა მიღებულია ოზურგეთის მუნიციპალიტეტშიც.

აჭარა covid-19-ით ინფიცირებულთა შემთხვევებით კვლავ ლიდერობს. ახალი 265 შემთხვევიდან მხოლოდ ბათუმში 168 ფაქტი გამოვლინდა, 1 პაციენტი კი გარდაიცვალა.

შემთხვევები მატულობს რეგიონებშიც, იზრდება სტატისტიკა და გრძელდება კონტაქტების მოკვლევა.

დღის ამბები