30 ოქტომბერი 2020,   09:14
ვრცლად
საქართველოს და აზერბაიჯანის პირველი დიპლომატების შეხვედრამ მოლოდინი გააჩინა - იქნება თუ არა დავით გარეჯის საკითხზე უახლოეს მომავალში სიახლე

საქართველოს და აზერბაიჯანის პირველი დიპლომატების შეხვედრამ მოლოდინი გააჩინა, რომ დავით გარეჯის საკითხზე უახლოეს მომავალში სიახლე იქნება.

პროცესის ასეთი განვითარება დავით ზალკალიანმაც დაადასტურა, თუმცა პირველი დიპლომატის პასუხმა მანამდე არსებულზე მეტი კითხვა გააჩინა, მათ შორის, რა ახალ მასალებზე შეიძლება იმსჯელონ კომისიის წევრებმა. დღევანდელი მოცემულობით, კომისიისთვის მთავარი დოკუმენტი 1938 წლით დათარიღებული რუკაა, სადაც უდაბნოს და ჩიჩხიტურის მონასტრები საქართველოს ტერიტორიაზეა დაფიქსირებული.

დავით გარეჯის საკითხზე ცვლილებების დაანონსების მიუხედავად, კონკრეტიკა ამ დრომდე უცნობია. ჯერჯერობით, გაურკვეველია, რა შეიძლება შეიცვალოს საქართველო-აზერბაიჯანის საზღვრის შეუთანხმებელ მონაკვეთზე. საკითხს ნათელი ვერ მოჰფინა ვერც საქართველოს პირველი დიპლომატის განცხადებამ, რომ მოძიებულია დამატებითი მასალები და კარტოგრაფიული დოკუმენტები.

გარეჯის საკითხზე არსებულ კითხვებზე პასუხებს ითხოვს საქართველოს საპატრიარქო. ეკლესიის პოზიციაა, რომ კომისიამ გამჭვირვალედ და ღიად იმუშაოს, გადაწყვეტილება კი 1936-1938 წლებში შედგენილ რუკაზე დაყრდნობით მიიღოს.

ამჟამად გზა უდაბნოსა და ჩიჩხიტურის მონასტრებისკენ ისევ ჩაკეტილია. 

დღის ამბები