22 ოქტომბერი 2020,   19:58
ვრცლად
დავით ფურცხვანიძეს ზაჰესის წინასწარი დაკავების იზოლატორში ბრალს ოფიციალურად აცნობენ

ყალბი მტკიცებულებები თამარ ბაჩალიაშვილის საქმეზე - ამ წუთებში დავით ფურცხვანიძეს, ზაჰესის წინასწარი დაკავების იზოლატორში ბრალს ოფიციალურად აცნობენ.

გამოძიების ინფორმაციით, მან საკუთარი შვილის დახმარებით, ე.წ. სატელიტის ფოტომასალა გააყალბა და ბაჩალიაშილის ოჯახის ადვოკატს გადაუგზავნა.

ფურცხვანიძის ადვოკატი აცხადებს, რომ მისი დაცვის ქვეშ მყოფი დუმილის უფლებას იყენებს. 

"პირველი მუხლი, რომლითაც მას ბრალი წარედგინა არის 369-ე პრიმა მუხლის პირველი ნაწილია. მეორე მუხლი კი გახლავთ 370-ე მუხლის მეორე ნაწილი. ამ ეტაპზე ბრალდებული კანონით მინიჭებულ დუმილის უფლებას იყენებს. მე როგორც ფურცხვანიძის ადვოკატი, მისთვის აღკვეთის ღონისძიების გარეშე დარჩენას მოვითხოვ. ბატონ დავით თავისი ორგანიზაცია გააჩნია, რომელიც რაღაც კვლევებს აწარმოებს ხოლმე. მისი მივლინება პირდაპირ დაკავშირებული იყო სამსახურთან,"- აცხადებს დავით ფურცხვანიძის ადვოკატი.

დანაშაულის მოტივად გამოძიება ფინანსურ გამორჩენას ასახელებს. დანაშაული 6 წლამდე პატიმრობას ითვალისწინებს. ბრალის წარდგენის შემდეგ, სასამართლო დაკავებულისთვის აღკვეთის ღონისძიების შეფარდებაზე იმსჯელებს.

დღის ამბები