22 ოქტომბერი 2020,   17:13
ვრცლად
ეფექტური ვაქცინის შექმნამდე, COVID-19-ით გარდაცვლილთა რიცხვი შესაძლოა, ორ მილიონამდე გაიზარდოს - ჯანმო

ეფექტური ვაქცინის შექმნამდე, COVID-19-ით გარდაცვლილთა რიცხვი შესაძლოა, ორ მილიონამდე გაიზარდოს - ამის შესახებ ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციაში აცხადებენ.

დანია, სლოვაკეთი, სლოვენია, ნიდერლანდები, პოლონეთი - ევროპის ექვს ქვეყანაში კორონავირუსის რეკორდული მაჩვენებელი დაფიქსირდა.

ნიდერლანდების პრემიერი აცხადებს, რომ კორონავირუსის მეორე ტალღა, შემაშფოთებელია და ქვეყანაში შესაძლოა ახალი შეზღუდვები ამოქმედდეს. ბოლო 24 საათში ნიდერლანდებში კორონავირუსის 3 ათასამდე ახალი შემთხვევა გამოვლინდა. მადრიდში კარანტინის გამოცხადების რეკომენდაცია გასცა ესპანეთის მთავრობამ.

მზარდია სტატისტიკაა საქართველოს მეზობელ სახელმწიფოებშიც. უკრაინაში ბოლო 24 საათში ინფექციის 3 ათასზე მეტი, თურქეთში კი 2 ათასამდე შემთხვევა დაფიქსირდა. რაც შეეხება რუსეთს, იქ ვირუსი 7 ათასზე მეტ ადამიანს დაუდასტურდა.

დღის ამბები