22 ოქტომბერი 2020,   16:22
ვრცლად
ბოლო 24 საათში ადიგენის მუნიციპალიტეტში კორონავირუსის სამი შემთხვევა დაფიქსირდა

ბოლო 24 საათში ადიგენის მუნიციპალიტეტში კორონავირუსის სამი შემთხვევა დაფიქსირდა. COVID-19 სოფელ გომაროს, უდესა და ჭეჭლას მკვიდრებს დაუდასტურდათ.

სამცხე-ჯავახეთის გუბერნიის ადმინისტრაციის ხელმძღვანელის თქმით, გომაროელი მამაკაცის ინფიცირების წყარო უცნობია.

"სულ სხვა ჩივილებით შეიყვანეს კლინიკაში, მაგრამ შემოწმების შედეგად COVID-19 დაუდგინდა. ეს უკვე ადიგენში დადასტურებული 11 შემთხვევაა," - აცხადებს გიორგი მიქელაძე.

ამ დრომდე, COVID-19 ადიგენის მხოლოდ ორ სოფელში - უდესა და ჭეჭლაში მცხოვრებ 8 ადამიანს ჰქონდა დადასტურებული.

დღის ამბები