22 ოქტომბერი 2020,   17:00
ვრცლად
ეროვნული გვარდიის ნაკრები ოცეული ცენტრალური აფრიკიდან სამშობლოში დაბრუნდა

ეროვნული გვარდიის ნაკრები ოცეული ცენტრალური აფრიკიდან სამშობლოში დაბრუნდა.

ეს უკვე მეხუთე როტაციაა. ქვედანაყოფი ევროკავშირის ეგიდით მიმდინარე სამხედრო-საწვრთნელ მისიას ცენტრალური აფრიკის რესპუბლიკის დედაქალაქ ბანგიში, ბაზა "უკა-ტექსზე" ასრულებდა. ეროვნული გვარდიის მეხუთე ნაკრები ოცეული მეექვსე ნაკრებმა ოცეულმა ჩაანაცვლა.

"საქართველოში დაბრუნებული ოცეულის ამოცანა ევროკავშირის საწვრთნელი მისია იყო, რომელიც წარმატებით შესრულდა. მე მათ ოჯახს მინდა მივულოცო სამხედროების საქართველოში მშვიდობიანად ჩამოსვლა. ოცეული 12 დღის განმავლობაში საკარანტინო სივრცეში მოთავსდება,"- აცხადებს პოლკოვნიკი, საქართველოს თავდაცვის ძალების ეროვნული გვარდიის უფროსის მოადგილე კობა ახვლედიანი.

დღის ამბები