22 ოქტომბერი 2020,   16:54
ვრცლად
ავიაკატასტროფა უკრაინაში - ვოლოდიმირ ზელენსკიმ 26 სექტემბერი გლოვის დღედ გამოაცხადა

უკრაინაში სამხედრო თვითმფრინავის ჩამოვარდნას 25 ადამიანი ემსხვერპლა. "ანტონოვ -26"-მა კატასტროფა ხარკოვის რეგიონში განიცადა. თვითმფრინავში 7 ოფიცერი და 20 სამხედრო სტუდენტი იმყოფებოდა. კლინიკაში 2 ადამიანია გადაყვანილი, მათი მდგომარეობა კრიტიკულია. თვითმფრინავის მგზავრების უმრავლესობა ხარკოვის საჰაერო ძალების უნივერსიტეტის სტუდენტები იყვნენ, მიმდინარეობდა სასწავლო ფრენა.

ტრაგედიას გამოეხმაურა უკრაინის პრეზიდენტი, ვოლოდიმირ ზელენსკიც და განაცხადა, რომ კატასტროფის მიზეზების შესასწავლად სპეციალური ჯგუფის შექმნა პრემიერ-მინისტრს დაავალა. 26 სექტემბერი უკრაინაში გლოვის დღედ გამოცხადდა.

ვოლოდიმირ ზელენსკი უკვე ჩავიდა ხარკოვის რეგიონში და სიტუაციას ადგილზე ეცნობა.

დღის ამბები