22 ოქტომბერი 2020,   16:33
ვრცლად
"ნაციონალურ მოძრაობა" დიდუბის ოლქში ზურაბ ჯაფარიძეს კონკურენტს არ დაუყენებს

ნინო ბურჯანაძის ოფისში ოპოზიციის შეკრების დროს, "ნაციონალური მოძრაობისა" და "გირჩის" ლიდერის დაპირისპირებაზე ისაუბრეს.

გუშინ, სალომე სამადაშვილმა ზურაბ ჯაფარიძეს სააკაშვილის მისამართით გაკეთებული განცხადების გამო ბოდიშის მოხდა მოსთხოვა, თავის მხრივ "გირჩის" ლიდერმა კი განაცხადა, რომ საბოდიშო არაფერი აქვს.

"ნაციონალურ მოძრაობაში" ამბობენ, რომ უკმაყოფილების მიუხედავად, დიდუბის ოლქში საერთო კანდიდატად ჯაფარიძის კანდიდატურის გადახედვა არ იგეგმება და პარტია ამ ოლქში, ისნის მსგავსად, საკუთარი მაჟორიტარის წარდგენას არ გეგმავს.

"შეიძლება იყოს მწვავე მსჯელობა და დისკუსია პარტიებს შორის, რადგან, რა თქმა უნდა, ყველას გვაქვს განსხვავებული აზრის უფლება, მაგრამ არანაირი დაპირისპირება არ არსებობს, ჩვენ ამ არჩევნებში შევდივართ ბიძინა ივანიშვილის დასამარცხებლად, შესაბამისად, დიდუბე-ჩუღურეთში "ნაციონალური მოძრაობა" ზურაბ ჯაფარიძეს კონკურენტს არ დაუყენებს,"- აცხადებს ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” პოლიტიკური საბჭოს წევრი თინათინ ბოკუჩავა. 

"ევროპული საქართველოში" კი მიიჩნევენ, რომ პარტიებს შორის შეთანხმება  ვაჭრობის ობიექტი არ და ვერ უნდა გახდეს. 

"ევროპული საქართველო" მიიჩნევს, რომ შეთანხმება, რომელიც დადებულია პარტიებს შორის, დაცული უნდა იყოს. ასე მივიჩნევდით ისნის შემთხვევაშიც, რომლის ერთგულიც ვართ. გარდა ამისა, მივიჩნევთ, რომ შეთანხმება არ უნდა გახდეს ვაჭრობის ობიექტი,"- აღნიშნავს "ევროპული საქართველო - მოძრაობა თავისუფლებისთვის” პოლიტიკური საბჭოს წევრი ლევან თარხნიშვილი. 

დღის ამბები