30 ოქტომბერი 2020,   09:16
ვრცლად
პარტია "ლელოში" მედიკამენტებზე ფასების მატებას ლარის გაუფასურებას უკავშირებენ

მედიკამენტების გაძვირებას "ლელო" ეხმაურება. როგორც პარტიაში ამბობენ, ფასების მატება პირდაპირ არის დაკავშირებული ლარის გაუფასურებასთან. პოლიტიკურმა მოძრაობამ დღეს, საზოგადოებას საკუთარი გეგმა წარუდგინა, რომელმაც მედიკამენტებზე ფასები უნდა დაარეგულიროს.

"ლარის კურსის ვარდნამ მედიკამენტების კატასტროფულად გაძვირება გამოიწვია. 25-35%-იანი ზრდა გვაქვს. ადამიანები გადაწყვეტილების წინაშე დგანან, მედიკამენტები იყიდონ თუ საკვები. "ლელოს" თავისი გეგმა აქვს, პირველ რიგში ჩვენი ხელისუფლებაში მოსვლის შემდეგ, აუცილებლად უნდა მოხდეს უფასო მედიკამენტების სწორი და ეფექტური მართვა,"- აცხადებს პარტიის ”ლელო საქართველოსთვის” წევრი ვახტანგ სურგულაძე.

დღის ამბები