30 ოქტომბერი 2020,   08:44
ვრცლად
ბოლო დღეებში გარდაცვლილთაგან 3 შემთხვევა აჭარას უკავშირდება - ამირან გამყრელიძე

დაავადებათა კონტროლის და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის გენერალური დირექტორის ამირან გამყრელიძის განცხადებით, ქუთაისის ინფექციურ კლინიკაში დღეს გარდაცვლილი ინფიცირებულების მდგომარეობა მძიმე იყო, მათ თანმხლები დაავადებები ჰქონდათ. მისივე თქმით, ქვეყანაში COVID-19-ით გარდაცვლილი ბოლო 7 პაციენტიდან 3 პაციენტი აჭარას უკავშირდება. 

"ბოლო 7 გარდაცვლილების შემთხვევიდან უველას მდგომარეობა მძიმე იყო. მათგან 2 ჩვენი არაკონტროლირებადი ტერიტორიიდან გადმოყვანილი მძიმე ავადმყოფი იყო. გარდაცვლილთაგან 3 შემთხვევა აჭარას უკავშირდება. დღევანდელი ბოლო შემთხვევა ქუთაისში მოხდა, მაგრამ ინფიცირებული ქუთაისის კლინიკაში აჭარიდან გადმოიყვანეს,"- აცხადებს დაავადებათა კონტროლის და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის გენერალური დირექტორი ამირან გამყრელიძე. 

დღის ამბები