30 ოქტომბერი 2020,   09:05
ვრცლად
რა მოწოდებები გააკეთა გაეროს გენერალურ ანსამბლეაზე გიორგი გახარიამ - პრემიერის მთავარ გზავნილებს ოპონენტების კრიტიკა მოჰყვა

გაეროს გენერალური ანსამბლეის 75-ე სესიაზე სიტყვით გამოსვლისას, საქართველოს პრემიერმა კიდევ ერთხელ შეახსენა საერთაშორისო საზოგადოებას, რომ პანდემიის მიერ გამოწვეული დაბრკოლებების მიუხედავად, რუსეთი კვლავ განაგრძობს საქართველოს ტერიტორიების ოკუპირებას და ინტენსიურად იყენებს ჰიბრიდული ომის ინსტრუმენტებს. გიორგი გახარიამ მოუწოდა მსოფლიო თანამეგობრობას, სათანადო შეფასება მისცეს რუსეთის უკანონო ქმედებებს.

პრემიერის მიერ გაჟღერებულ მთავარ გზავნილებს ოპონენტების კრიტიკა მოჰყვა.

ოპოზიციის შეფასებები არასერიოზულად მიაჩნიათ "ქართულ ოცნებაში". პარლამენტის საგარეო საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარე ირაკლი ბერაია დარწმუნებულია, რომ გიორგი გახარიას აქვს ქვეყნის განვითარების მკაფიო გეგმა, რომლის განხორციელებაშიც ხელისუფლებას საერთაშორისო პარტნიორები დაეხმარებიან.

პრემიერმა თავის გამოსვლაში აქცენტი საქართველოს კოვიდთან წარმატებულ ბრძოლაზე და საკონსტიტუციო ცვლილებებზეც გააკეთა, ამ ნაწილში სიტყვა და საქმე დაუწუნეს ოპონენტებმა მთავრობის მეთაურს და განაცხადეს, რომ გიორგი გახარია ცდილობს საერთაშორისო საზოგადოება შეცდომაში შეიყვანოს.

საქართველოს ხელისუფლება ყველაფერს აკეთებს და იყენებს ყველა საერთაშორისო ბერკეტს რუსეთის ფედერაციის მხრიდან მომდინარე საფრთხეების გასანეიტრალებლად, ასეთია ამ კითხვაზე, აღმასრულებელი მთავრობის წარმომადგენელთა პასუხი. 

რუსეთის აგრესია და ჰიბრიდული ომი, საქართველოს მთავრობის სამშვიდობო გეგმა, პანდემია და საქართველოს პასუხი რისკების შესამცირებლად, საკონსტიტუციო ცვლილებები და საპარლამენტო არჩევნები - ეს იმ თემების არასრული ჩამონათვალია, რომლებზეც ყურადღება პრემიერ-მინისტრმა გენერალური ანსამბლეის 75-ე სესიაზე გაამახვილა.

დღის ამბები