24 ოქტომბერი 2020,   19:54
ვრცლად
ვთხოვ კონფლიქტის მონაწილე მხარეებს, გამოიჩინონ კეთილი ნება, ძმური ჟესტით მოაგვარონ პრობლემა, არა ძალის გამოყენებით - რომის პაპი

რომის პაპი-ფრანცისკე სომხეთ-აზერბაიჯანის კონფლიქტს გამოეხმაურა და მხარეებს მოუწოდა გამოიჩინონ კეთილი ნება და მოაგვარონ პრობლემა ძმური ჟესტებით.

"ვლოცულობ კავკასიაში მშვიდობისთვის. ვთხოვ კონფლიქტის მონაწილე მხარეებს, გამოიჩინონ კეთილი ნება, ძმური ჟესტით მოაგვარონ პრობლემა, არა ძალისა და იარაღის გამოყენებით, არამედ - დიალოგისა და მოლაპარაკების გზით“- განაცხადა რომის პაპმა.

ინტენსიური სროლა, მათ შორის, მძიმე შეიარაღების და ტექნიკის გამოყენებით მხარეებმა დილის საათებში განაახლეს. როგორც სომხეთი ისე აზერბაიჯანი აცხადებენ, რომ მოწინააღმდეგეს საკმაოდ დიდი ზიანი მიაყენეს, თუმცა ზუსტი ინფორმაცია დაღუპულების შესახებ ჯერჯერობით არ გავრცელებულა. ამ დრომდე დადასტურებულია სტეპანაკერტში 2 სამოქალაქო პირის დაღუპვა. ვრცელდება ცნობა რამდენიმე ათეული მშვიდობიანი მოქალაქის დაშავების შესახებ.

დღის ამბები