24 ოქტომბერი 2020,   19:59
ვრცლად
USAID-მა საზოგადოებრივი აზრის კვლევის ქართულ ორგანიზაციებთან თანამშრომლობა დაიწყო

საარჩევნო და პოლიტიკური პროცესების მხარდასაჭერად, USAID-მა საზოგადოებრივი აზრის კვლევის ქართულ ორგანიზაციებთან თანამშრომლობა დაიწყო. რამდენიმეთვიანი კონსულტაციების შემდეგ უკვე შემუშავდა სამოქმედო ინსტრუქციები და ეთიკის კოდექსი, რომელსაც ხელი რამდენიმე კვირაში მოეწერა.

დისკუსიებისა და სამუშაო შეხვედრების ფორმატში შემუშავდა სამოქმედო ინსტრუქციები და ეთიკის სტანდარტები, რომლებიც ქვეყანაში არსებულ კვლევით ინსტიტუტებს გააერთიანებს, რათა სფერო სწორი მიმართულებით განვითარდეს.

ყველაზე აშკარა ხარვეზი, რაც საზოგადოებრივი აზრის კვლევის ორგანიზაციებს საქართველოში აქვთ, ნდობის ნაკლებობაა, რომელსაც საზოგადოების არაინფორმირებულობა იწვევს - ასეთია სპეციალისტების შეფასება. მათი თქმით, სამოქმედო ინსტრუქციების შემუშავება კვლევების ხარისხს მნიშვნელოვნად გააუმჯობესებს.

ავტორი: სალომე გოგინაშვილი

დღის ამბები