28 ოქტომბერი 2020,   18:34
ვრცლად
თბილისი უნდა იყოს მზად და აფიქსირებდეს, რომ მხარეთა შორის მოლაპარაკების ადგილი იყოს თბილისი - ვიქტორ ყიფიანი

ანალიტიკური ორგანიზაცია " ჯეოქეისის" თავმჯდომარე ვიქტორ ყიფიანი "დღის კურიერის" ეთერში სომხეთ-აზერბაიჯანის კონფლიქტზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ საქართველოს ამ კონფლიქტში მედიატორის როლი უნდა ჰქონდეს და მხარეების მოლაპარაკების ადგილი უნდა იყოს თბილისი.

"ორი ელემენტი რაც მინდა ვთქვა, პოსტსაბჭოურ სივრცეში კარგ ხანია ყველა ეთნიკური კონფლიქტი იქცა გეოპოლიტიკურ კონფლიქტად. ამ შემთხვევაში, ჩვენ ამას ვხედავთ, მესამე სახელმწიფოთა მხრიდან. სახელმწიფოთა მხრიდან, რომელთაც რეგიონში გარკვეული ექსპანსიის სურვილი აქვთ. ესენი არიან რუსეთი და თურქეთი, ვხედავთ როგორი აქტიურია მათი ჩარევა.

ძალიან საყურადღებოა როდესაც ეთნიკური კონფლიქტი გეოპოლიტიკური კონფლიქტის სახეს იღებს ეს თანაბრად შეეხება ჩვენს ტერიტორიაზე მიმდინარე გაყინულ კონფლიქტებსაც.

​ახლა რაც შეეხება საქართველოს ჩარევას, ეს არის ჰუმანიტარული დახმარება და ასევე პოლიტიკური ჩარევა. თბილისი უნდა იყოს მზადყოფნაში და უნდა აფიქსირებდეს, რომ მხარეთა შორის მოლაპარაკების ადგილი იყოს თბილისი.

ქართული მხარის, როგორც მედიატორის როლი ბაქოსა და ერევანს შორის უნდა იყოს 24-საათიანი,"- განაცხადა ვიქტორ ყიფიანმა.

დღის ამბები