24 ოქტომბერი 2020,   20:09
ვრცლად
გალერეა "ფოტოატელიე" და "რიჩარტ ვიზუალი" ფოტოგრაფ ლუიზა ჩალათაშვილის პირველ პერსონალურ გამოფენას წარმოადგენს

29 და 30 სექტემბერს გალერეა "ფოტოატელიე" და ხელოვნების საკონსულტაციო კომპანია "რიჩარტ ვიზუალი" ფოტოგრაფ ლუიზა ჩალათაშვილის პირველ პერსონალურ გამოფენას წარმოადგენს.

"ფოტოატელიეს" სამი საექსპოზიციო დარბაზი, ფოტოგრაფის 15 წლიანი შემოქმედების შეჯამებასა და ავტორის 100-მდე ნამუშევარს დაეთმობა.

ექსპოზიცია სხვადასხვა პერიოდში გადაღებულ მრავალგვაროვან ფოტომასალას მოიცავს და ლანდშაფტურ, პორტრეტულ, ინტერიერისა და ექსტერიერის დიზაინის ფოტოგრაფიას აერთიანებს. პროექტი ქალაქ თბილისის მერიის მხარდაჭერით ხორციელდება.

დღის ამბები