26 ოქტომბერი 2020,   18:04
ვრცლად
"პირადი შეურაცხყოფა და ფიზიკური დაზიანება მიაყენეს ჩემს თანამშრომელს" - მარნეულის საოლქო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე

მარნეულში მომხდარი დაპირისპირების შესახებ მარნეულის #22 საოლქო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე საუბრობს. ანა ილურიძემ "ნაციონალური მოძრაობის" წევრები, რომლებიც საოლქო კომისიასთან რამდენიმე საათის განმავლობაში აქციას მართავდნენ, პროვოკაციაში დაადანაშაულა. მისი თქმით, ამის გამო, საოლქო საარჩევნო კომისიის მუშაობას ხელი შეეშალა. 

"არასასიამოვნო ინციდენტები მოხდა და პირდაპირ, პირადი შეურაცხყოფა და ფიზიკური დაზიანება მიაყენეს ჩემს თანამშრომელს და ხელს გვიშლიდნენ საოლქო კომისიას მუშაობაში. მეტიც, აპირებდნენ ჩვენთან შემოჭრას, რითიც პარალიზებული შეიქნა საოლქო საარჩევნო კომისიის მუშაობა. კარები ჩამოგვიღეს, ჩვენ შეგვეძლო მხოლოდ გარედან გვედევნებინა თვალი,“ - ამბობს ანა ილურიძე.

შეგახსენებთ, რომ სიტყვიერი და ფიზიკური დაპირისპირების შემდეგ, მარნეულის საოლქო საარჩევნო კომისიაში სხდომა განახლდა. საუბნო კომისიის თავმჯდომარეები და წევრები უკვე აირჩიეს. თუმცა, ამას წინ დაპირისპირება და ხმაური უძღოდა. ოპოზიციის და მმართველი ძალის წარმომადგენლები პროვოკაციის მოწყობაში ერთმანეთს ადანაშაულებენ. 

დღის ამბები