26 ოქტომბერი 2020,   17:08
ვრცლად
17 წლის მოზარდზე სექსუალურ ძალადობაში ბრალდებული მამაკაცი ბრალდებებს უარყოფს

17 წლის მოზარდზე სექსუალურ ძალადობაში დადანაშაულებული მამაკაცი ბრალდებებს უარყოფს, თუმცა, მან დეტალებზე საუბარი "კურიერთან" არ ისურვა.

ადგილობრივები იხსენებენ, რომ დაინახეს, როგორ ჩაისვა ღამის საათებში მამაკაცმა გოგო მანქანაში და ტყის მიმართულებით წაიყვანა. მოზარდის ვერსიით, მასზე სექსუალურად ოჯახის ახლობელმა სწორედ ტყეში იძალადა და ამას მის სხეულზე არსებული დაზიანებებიც ადასტურებს. სექსუალურ ძალადობაში ბრალდებულს დაზარალებულის ოჯახთან ნათელმირონობა აკავშირებს.

როგორც ოჯახის ახლობლები "კურიერთან" აღნიშნავენ, მათ მომხდარის შესახებ გაიგეს ძალადობიდან მეორე დღეს, როდესაც 17 წლის მოზარდის სხეულზე დაზიანებები აღმოაჩინეს. ამის შემდეგ ის გამოუტყდა მშობლებს, რომ 35 წლამდე მამაკაცმა ღამით იძულებით წაიყვანა ტყეში და შემდეგ მასზე სექსუალურად იძალადა. 

შეგახსენებთ, რომ შემთხვევა იმერეთის ერთ-ერთ რეგიონში მოხდა. 17 წლის მოზარდზე ძალადობისთვის ბრალი ოჯახის ახლობელ მამაკაცს ეხება. 

35 წლის მამაკაცზე შემაკავებელი ორდერი გაიცა. ის, ამ ეტაპზე, დაკავებული არ არის. მოზარდთან მუშაობენ ფსიქოლოგები. დანიშნულია ექსპერტიზა.

დღის ამბები