26 ოქტომბერი 2020,   17:57
ვრცლად
მსოფლიო ლიდერები სომხეთსა და აზერბაიჯანს ცეცხლის შეწყვეტისა და დიალოგისკენ მოუწოდებენ

მსოფლიო ლიდერები სომხეთსა და აზერბაიჯანს ცეცხლის შეწყვეტისა და დიალოგისკენ მოუწოდებენ. შტატების სახელმწიფო მდივანი მაიკ პომპეო აცხადებს, რომ მთიანი ყარაბაღის კონფლიქტის მონაწილე მხარეებმა უნდა შეწყვიტონ ძალადობა და მოლაპარაკებებს დაუბრუნდნენ.

საუბარი უკვე შედგა ანგელა მერკელსა და ნიკოლ ფაშინიანს შორის. გერმანიის ფედერალური მთავრობა მხარეებს ცეცხლის დაუყონებლივ შეწყვეტისკენ მოუწოდებს. ვითარების გამწვავებას ერთობლივი განცხადებით გამოეხმაურა დიდი ბრიტანეთი და კანადა.

დაპირისპირებულ მხარეებს შორის მაღალი რანგის შეხვედრის გასამართად მზაობა გამოთქვა შვეიცარიამ. რუსეთი კი თურქეთს მოუწოდებს, ცეცხლზე ნავთი არ დაასხას და მთიან ყარაბაღში მშვიდობის მისაღწევად იმუშაოს. ნიკოლ ფაშინიანსა და ილჰამ ალიევს ესაუბრა გაეროს გენერალური მდივანი. დღესვე ამავე საკითხზე გაერო-ს უშიშროების საბჭოს სხდომა დახურულ კარს მიღმა იმართება. 

მთიანი ყარაბაღის კონფლიქტის თემაზე სპეციალურ შეხვედრას გამართავს ეუთოც. სპეციალურ ვიდეო მიმართვას ავრცელებს ევროპარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარეც.

"მე და საბერძნეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა  განვიხილეთ მიმდინარე მოვლენები. ორივე მხარემ უნდა შეწყვიტოს ძალადობა, იმუშაოს მინსკის ჯგუფის თანათავმჯდომარეებთან ერთად და არსებით მოლაპარაკებებს რაც შეიძლება სწრაფად დაუბრუნდეს,“ - ამბობს მაიკ პომპეო

დღის ამბები