30 ოქტომბერი 2020,   09:29
ვრცლად
თელავის მუნიციპალიტეტში მევენახეებმა ყურძნის ჩაბარების პრობლემის გამო პროტესტის ნიშნად გზა გადაკეტეს

თელავის მუნიციპალიტეტის სოფელ აკურაში მევენახეებმა გზა გადაკეტეს. ისინი ღვინის ქარხანასთან რიგებს და ყურძნის ჩაბარების პრობლემას აპროტესტებდნენ. ადგილობრივმა ზვიად მანასაროვმა თელავისა და გურჯაანის დამაკავშირებელ გზის მონაკვეთზე 15 წუთის განმავლობაში ავტომობილი გააჩერა და მოძრაობა შეაფერხა.

ადგილზე მობილიზებული პოლიცია გზის გახსნას და მოძრაობის აღდგენაც ცდილობდა, რა დროსაც ნამასაროვი ცუდად გახდა და სასწრაფო დახმარების ჯგუფი გამოიძახეს.

რთველი 2020-ის საკოორდინაციო შტაბის ინფორმაციით, მევენახესთან კომუნიკაციის დროს მას უთხრეს, რომ ყურძნის ჩაბარება გურჯაანში "გრუზვინ-პრომის" ქარხანაში შეეძლო, რაზეც მანასაროვმა უარი განაცხადა და ამის შემდეგ გზა გადაკეტა.

ადგილზე იმყოფებოდა სოფლის რწმუნებულიც. ოთარ ხატიაშვილის განმარტებით, ქარხნებთან რიგები არ არის და მომხდარი გამიზნული პროვოკაციაა.

დღის ამბები