28 ოქტომბერი 2020,   19:31
ვრცლად
COVID-19-ის რეკორდული სტატისტიკური მონაცემები - საქართველოში კორონავირუსით გარდაცვლილთა რაოდენობა ერთ თვეში გაორმაგდა

პანდემიის დაწყებიდან პირველად კორონავირუსით ინფიცირებულ პაციენტთა ყოველდღიური მაჩვენებელი სამასს ასცდა,  დღეს კორონავირუსის 314 შემთხვევა დადასტურდა.

COVID-19-ის მსხვერპლთა რაოდენობა დღეს 4-ით გაიზარდა. მთლიანობაში კი საქართველოში კორონავირუსით გარდაცვლილთა რაოდენობა ერთ თვეში გაორმაგდა.

ინფიცირებულთა ყველაზე დიდი რაოდენობა ისევ აჭარაშია, სადაც COVID-19-ით უკვე ინფიცირებულია მოხუცთა თავშესაფრის 25 ბენეფიციარი და 10 თანამშრომელი. დღესვე სამეგრელოში კორონავირუსი დაუდგინეს მძღოლს, რომელსაც ავტობუსით მოსწავლეები გადაჰყავდა.

რეკორდული სტატისტიკური მონაცემების მიუხედავად ინარჩუნებს თუ არა საქართველო მწვანე ზონის სტატუსს - ჯანდაცვის სამინისტროში ამბობენ, რომ ქვეყანა ღია მწვანე ფერი გახდა, თუმცა ინციდენტობის მაჩვენებელი, რომელიც დონეებს განსაზღვრავს, უკვე გასცდა იმ ზღვარს, რომელიც საქართველოს სტატუსს აკარგვინებს.

დღის ამბები