28 ოქტომბერი 2020,   18:46
ვრცლად
საქართველოს პრემიერ-მინისტრის ოფიციალური ვიზიტი ბრიუსელში - რა გზავნილები აქვს NATO-ს წინასაარჩევნოდ

"საქართველოს პარტნიორობა ყველასთვის, ჩვენთვის უსაფრთხოების გარანტია. ჩვენთვის დიდი პატივია თქვენი მასპინძლობა," - ასე მიმართა საქართველოს პრემიერ მინისტრს დღეს NATO-ს გენერალურმა მდივანმა.

მთიან ყარაბაღში განახლებული საომარი მოქმედებების ფონზე, საქართველოს დელეგაციის ვიზიტი ბრიუსელში კიდევ უფრო დიდ მნიშვნელობას იძენს.

გიორგი გახარიამ დღეს განაცხადა, რომ იენს სტოლტენბერგთან სხვა არაერთი საკითხის გარდა, სამხრეთ კავკასიისა და შავი ზღვის რეგიონის უსაფრთხოებაში საქართველოს მნიშვნელოვან როლზეც ისაუბრეს.

ალიანსის გენერალურ მდივნის გარდა, საქართველოს დელეგაციას დღეს ბრიუსელში კიდევ რამდენიმე მნიშვნელოვანი შეხვედრა ჰქონდა.

სრულ ინტეგრაციამდე არსებობს მოკავშირეების პოლიტიკური ნება, რომ საქართველო - NATO-ს პარტნიორობა უფრო გაღრმავდეს. ეს გზა კი არსებითი პაკეტის განახლებაზე, მისიებსა და შავი ზღვის რეგიონში უსაფრთხოების პროცესში საქართველოს როლის გაფართოებაზე გადის. მანამდე, ქვეყანა NATO-სთვის გლობალურ უსაფრთხოებაში უმაღლესი რანგის კონტრიბუტორად რჩება. ამ სტატუსის გარდა, ოფიციალურ თბილისს ალიანსის მნიშვნელოვანი პარტნიორის სტატუსიც აქვს.

ოკუპაციისა და საგარეო გამოწვევების გარდა, აქცენტები შიდა პოლიტკაზეც გაკეთდა. ალიანსი აღიარებს ქვეყნის მიღწეულ პროგრესს, თუმცა NATO-ს გენერალური მდივანი ხაზს უსვამს რეფორმების გაგრძელების მნიშვნელობას, განსაკუთრებით, მართლმსაჯულების სისტემაში. 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებისგან უმაღლეს სტანდარტს რომ ელოდება ალიანსი, ეს იენს სტოლტენბერგმა დღეს კიდევ ერთხელ აღნიშნა.

დღის ამბები