28 ოქტომბერი 2020,   19:03
ვრცლად
"კურიერის" ინფორმაციით, პროკურატურა დემარკაციის კომისიის 2006-2007 წლების საქმიანობის საკითხით დაინტერესდა

დღეს ცნობილი გახდა, რომ საქართველოს გენერალური პროკურატურა საქართველოს ტერიტორიის ნაწილის გადაცემისკენ მიმართული მოქმედების განხორციელების ფაქტზე გამოძიებას სისხლის სამართლის კოდექსის 308-ე მუხლის პირველი ნაწილით აწარმოებს.

"კურიერის" ინფორმაციით, გამოძიების ინტერესს წარმოადგენს დემარკაციის კომისიის 2006-2007 წლების საქმიანობა.

საქმეზე დაიკითხა არაერთი მოწმე, მათ შორის კი დღეს არქიმანდრიტი კირიონი.

პროკურატურის ცნობით, სისხლის სამართლის საქმეს საფუძვლად დაედო ერთი თვის წინ საქართველოს თავდაცვის სამინისტროდან მიღებული წერილობითი ინფორმაცია, რომელიც საქართველოს სახელმწიფო საზღვრების დელიმიტაციისა და დემარკაციის სამთავრობო კომისიის საქმიანობას ეხება. ამავე ინფორმაციით, კომისიის მიერ საქართველო-აზერბაიჯანის სახელმწიფო საზღვრის გარკვეული მონაკვეთები არამართლზომიერად, ჩვენი ქვეყნის ტერიტორიული ინტერესების საზიანოდ შეთანხმდა.

ამასთან სასამართლო ექსპერტიზის ეროვნულ ბიუროში უკვე მიმდინარეობს კარტოგრაფიული ექსპერტიზა, რომელშიც მოქმედ ექსპერტებთან ერთად ჩართული არიან, მეცნიერები და გეოდეზიისა და კარტოგრაფიის დარგის წამყვანი სპეციალისტები.

დღის ამბები