22 ოქტომბერი 2020,   19:26
ვრცლად
"ზუსტად ასე ცდილობდა შევარდნაძე, ხელისუფლებას არ სურს მშვიდობიანად წასვლა" - მიხეილ სააკაშვილი მარნეულში მომხდარ დაპირისპირებაზე

მარნეულში მომხდარ დაპირისპირებას, "ნაციონალური მოძრაობის" პრემიერობის კანდიდატი მიხეილ სააკაშვილი უკრაინიდან გამოეხმაურა. მიხეილ სააკაშვილის თქმით, "ქართული ოცნების" ხელისუფლების ქმედებები,  ძალაუფლების შესანარჩუნებლად შევარდნაძის ხელისუფლების მცდელობებს ჰგავს, თუმცა ეს მცდელობები გარდაუვალ მარცხით დასრულდება:

"ის, რაც გუშინ მოხდა მარნეულში, ჟურნალისტების და "ნაციონალური მოძრაობის" აქტივისტების წინააღმდეგ, რაც მოხდა ორი დღით ადრე ბოლნისში და გლდანში "ნაციონალური მოძრაობის" წინააღმდეგ, ეს არის უტყუარი ნიშანი იმისა, რომ საქართველოში ნამდვილად მზადდება ხელისუფლების მშვიდობიანად შეცვლა, არჩევნების გზით 31 ოქტომბერს. ხოლო, ამ ხელისუფლებას არ სურს მშვიდობიანად წასვლა და ის ცდილობს არიოს სიტუაცია და ძალადობის გზით ქართველი ხალხის გარდაუვალი ვერდიქტი გააუქმოს და არჩევნები წინასწარ ჯიბეში ჩაიდოს. ეს, რა თქმა უნდა, არ გამოუვა, ზუსტად ასე ცდილობდა შევარდნაძე, ზუსტად ასე ცდილობდა ბევრ ქვეყანაში ავტორიტარული, გაკოტრებული ხელისუფლება, ეს ყოველთვის მთავრდებოდა ერთი და იგივე რამით, მათი გარდაუვალი მარცხით და ეს ასეც იქნება საქართველოში, ამაში ვარ აბსოლუტურად დარწმუნებული," - განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა

 

დღის ამბები