22 ოქტომბერი 2020,   17:23
ვრცლად
ფოთში ენმ-ს წევრებმა და მხარდამჭერებმა მარნეულში მომხდარი ინციდენტი დაგმეს

ფოთში "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" წევრები და მათი მხარდამჭერები 70-ე საოლქო საარჩევნო კომისიის შენობასთან შეიკრიბნენ და მარნეულში მომხდარი ინციდენტი დაგმეს.

ამასთანავე გამოთქვეს თავიანთი მოსაზრება საარჩევნო კომისიის დაკომპლექტებასთან დაკავშირებით და დაგმეს წევრებად მერიისა და მასთან დაკავშირებული აიპიების თანამშრომლების დანიშვნის ფაქტები.

ოპოზიციის ბრალდებებს ფოთის საოლქო საარჩევნო კომისიის თავჯდომარე გამოეხმაურა და მას უსაფუძვლო უწოდა.

დღის ამბები