22 ოქტომბერი 2020,   17:25
ვრცლად
დღეიდან სწავლა სკოლებში დაწყებითი კლასების მოსწავლეებისთვის განახლდება

7-თვიანი პაუზის შემდეგ მოსწავლეების საკლასო ოთახებში ბრუნდებიან. დღეიდან სწავლა სკოლებში დაწყებითი კლასების მოსწავლეებისთვის განახლდება. უშუალოდ სკოლის შენობებში სწავლას პირველიდან მეექვსე კლასის ჩათვლით ბავშვები შეძლებენ, 7-12 კლასის მოსწავლეები კი კვლავ დისტანციურ სწავლებას აგრძელებენ. პანდემიის პირობებში სასწავლო დაწესებულებებში ახალი - მკაცრი რეგულაციები მოქმედებს. 

"მერხები განლაგებულია ერთმეტრიანი დისტანციით, სკოლა აღჭურვილია სადეზინფექციო ხსნარებით, საკლასო ოთახები დამუშავებულია," - ამბობს თბილისის N18 საჯარო სკოლის დირექტორი თამარ ხორავა.

დღის ამბები